ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ახალგაზრდა ბიჭი არასრულწლოვანმა თანასოფლელმა დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებული 112-ის ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მეგობრებთან ერთად სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც არასრულწლოვნების ჯგუფთან შელაპარაკება მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - სწორედ ამას მოჰყვა დაჭრა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.
No article in the selected categories