კახეთში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 2 ძმა მოკლა, ერთმა კი გაქცევა მოახერხა

 კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 2 ძმა მოკლა, ერთმა კი გაქცევა მოახერხა. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები" კახეთიდან ავრცელებს. 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა ძმები ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზევე დაიღუპა - მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძმები ცოტა ხნის წინ რუსეთიდან დაბრუნდნენ. მ