ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის მამაკაცი ვახტანგ ჩიქოვანია. ამის შესახებ მედიასთან საუბრისას მოკლულის სიძემ თქვა. მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ე.წ. კანონიერი ქურდის, გოგი ჩიქოვანის ძმა იყო, თუმცა აღნიშნული ცნობა გარდაცვლილის სიძემ არ დაადასტურა.
"არაფერი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ აქ რასაც ამბობენ, რაღაც გარჩევა იყოო", - ამბობს ჟურნალისტებთან მოკლულის სიძე.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი - დაკავებული. ანგარიშსწორება კორპუსის ავტოფარეხში მოხდა და ის წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გარდაცვლილია ერთი პირი. მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები",- აცხადებენ შსს-ში.
No article in the selected categories