დიდი პროტესტი თურქეთში - ანკარაში თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
აქციის მონაწილეები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადადგომას მოითხოვდნენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციური „თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ (CHP) წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას ახორციელებს.
აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ მთავრობა დემოკრატიული ნორმების ძირის გამოთხრით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას და ოპოზიციის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებების შემდეგ განსხვავებული აზრის ჩახშობა სურს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტამბოლსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სახალხო რესპუბლიკური პარტიის 500-ზე მეტი წევრი, მათ შორის 17 მერი დააკავეს.
No article in the selected categories