დონალდ ტრამპი აზიაში ხუთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 96
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიაში გაემგზავრა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში ტრამპი მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს 30 ოქტომბერს აზია-წყნარი ოკეანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდება.
ტრამპის განცხადებით, სი ძინპინთან შეხვედრაზე სავაჭრო შეთანხმების, უკრაინაში ომისა და ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხების განხილვას გეგმავს. შეხვედრა იგეგმება ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთანაც.
„ძალიან მინდა, ჩინეთი დაგვეხმაროს რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ძალიან სერიოზული სანქციები შემოვიღეთ. ვფიქრობ, ის ძალიან მტკივნეული იქნება. ის ძალიან ძლიერია. მაგრამ ვისურვებდი ჩინეთის დახმარება მენახა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში აზიაში გამგზავრებისას.
No article in the selected categories
