ლუვრის ძარცვაში მონაწილე კიდევ ხუთი პირი დააკავეს

ლუვრის ძარცვაში მონაწილე კიდევ ხუთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. რა ვითარებაში დააკავეს ეჭვმიტანილები და ვინ არიან ისინი, ამ ეტაპზე უცნობია.

მანამდე, 26 ოქტომბერს ცნობილია გახდა, რომ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს, ის თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, დილით ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევრომდე იყო.