ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ნოემბერს თურქეთში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ნოემბერს თურქეთში ჩავა.

ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ემზადება მოლაპარაკებების გასააქტიურებლად და შეიმუშავა გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებს შესთავაზებს.

„ომის დასრულების მოახლოება მთელი ჩვენი ძალებით უკრაინის პირველი პრიორიტეტია. ჩვენ ასევე ვმუშაობთ გაცვლისა და პატიმრების დაბრუნების განახლებაზე“, – აცხადებს ზელენსკი.

დღეს კი უკრაინის პრეზიდენტი ესპანეთში იმყოფება, სადაც შეხვედრას გამართავს ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან. ზელენსკის თქმით, ელოდება, რომ კიდევ ერთ ქვეყანა დაეხმარება უკრაინას ომის დასრულების მოახლოებაში.