ჩვენ ან შეიარაღებული გზით გავათავისუფლებთ ტერიტორიებს, ან უკრაინული სამხედრო ძალები დატოვებენ ამ ტერიტორიებს და შეწყვეტენ ომს - პუტინი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 51
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და აშშ-ის პრეზიდენტის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან კრემლში გამართული მოლაპარაკებების შესახებ პირველი კომენტარი ინდურ მედიასთან გააკეთა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ „სამშვიდობო გეგმის“ პუნქტები ოთხ პაკეტად დაყო და მათი განცალკევებით განხილვის წინადადებით გამოვიდა.
„მარტივი ამოცანა არ არის, კონფლქტში ჩართული მხარეები კონსესნუსამდე მივიდნენ“, – განაცხადა პუტინმა.
კითხვაზე იყო თუ არა პუნქტები, რომლებსაც რუსეთი არ დაეთანხმა, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „კი, ასეთი საკითხები იყო, ჩვენ ისინი განვიხილეთ“.
„ახლა იმის თქმა, კონკრეტულად რა არ გვაწყობს და რაზე შევძლებდით დათანხმებას, ჩემი აზრით, ნაადრევია, რადგან ამან, შეიძლება, უბრალოდ დაარღვიოს სამუშაოს ის რეჟიმი, რომელსაც ვაშინგტონმა მიაგნო“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთანავე, რუსეთი ლიდერი ამტკიცებს, რომ ამერიკული წინადადებები დაფუძნებული იყო ალასკაზე ტრამპთან გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებებზე.
პუტინმა ასევე გაიმეორა რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინამ დონბასიდან ჯარი უნდა გაიყვანოს.
„ყველაფერი ამასთან მიდის. ჩვენ ან შეიარაღებული გზით გავათავისუფლებთ ამ ტერიტორიებს, ან უკრაინული სამხედრო ძალები დატოვებენ ამ ტერიტორიებს და შეწყვეტენ იქ ომს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
No article in the selected categories
