ტაილანდმა კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო დარტყმები დაიწყო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 8
ტაილანდმა კამბოჯასთან სადავო საზღვარზე საჰაერო დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ ერთმანეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ტაილანდის სამხედრო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ კამბოჯის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემდეგ აღმოსავლეთ პროვინციაში, უბონ რაჩატანის ორ რაიონში ახალი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, ორი ტაილანდელი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
კამბოჯის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ტაილანდის სამხედროებმა რამდენიმედღიანი პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, გამთენიისას ორ ადგილას მათ ძალებზე თავდასხმები განახორციელეს.
ცნობისთვის, ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დავა ივლისში ხუთდღიან კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც მალაიზიის პრემიერ-მინისტრის, ანვარ იბრაჰიმისა და ტრამპის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით შეჩერდა.
No article in the selected categories
