იაპონიაში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია - არიან დაშავებულები

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აომორის პრეფექტურის აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო.

იაპონიის ხელისუფლების ცნობით, სტიქიური უბედურების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, აომორის პრეფექტურის ქალაქ ჰაჩინოჰემთან ახლოს 20 სანტიმეტრის სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა.

ოფიციალური პირები მოსახლეობას სიფხიზლისა და შემაღლებულ ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.