ტრამპმა კანაფი ნაკლებად საშიშ ნარკოტიკად გამოაცხადა და კვალიფიკაცია შეუცვალა - The Washington Post

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ში კანაფზე ხელმისაწვდომობას გააფართოებს.

 

ბრძანება აშშ-ს გენერალურ პროკურორს ავალებს, კანაფი I განრიგის კატეგორიის ნარკოტიკებიდან III განრიგის კატეგორიაში გადაიყვანოს ანუ იმავე კატეგორიაში, სადაც, მაგალითად, ნივთიერება კოდეინიანი ტაილენოლია.

კანაფი ფედერალურ დონეზე კვლავ უკანონო დარჩება, თუმცა მისი III განრიგის ნარკოტიკად კლასიფიცირება კანაფის პოტენციური სარგებლის შესახებ კვლევების გაფართოებას შესაძლებელს გახდის.