უკრაინა არ დათანხმდება, ქვეყანაში არჩევნები რუსეთის ლიდერმა გააკონტროლოს - ზელენსკი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 93
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი ქვეყანა არ დათანხმდება, პოტენციური არჩევნები რუსეთის ლიდერმა აკონტროლოს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის ეს განცხადება მოჰყვა ვლადიმერ პუტინის კომენტარს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინაში არჩევნებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იფიქროს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში საარჩევნო პროცესების კონტროლი სურს.
„ჩვენ არ დავთანხმდებით, რომ ვინმემ გვაკონტროლოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტებმა ზელენსკის ასევე ჰკითხეს, თუ რას გულისხმობს პუტინი ომის ძირეულ მიზეზებზე საუბრისას, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პუტინი ომის ძირეულ მიზეზს არ ეძებს.
„ხვალ მას შეუძლია თქვას, რომ ეს ნატო-ს გამო დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა ნატო-ს წევრი. შემდეგ შეუძლია თქვას, რომ ნატო-ში წევრობის მოწვევაც კი საშიშროებას წარმოადგენს რუსეთისთვის. ახლა კი რაღაც ბუფერულ ზონებზე საუბრობს. ამ ადამიანისთვის ყველაფერი საბაბია თავისი აგრესიის დემონსტრირებისა და გამოხატვისთვის. ის გამართლებას საკუთარ საზოგადოებაში ეძებს. ბევრნაირი პუტინია. ერთი საუბრობს ამერიკასთან, მეორე სიტყვით გამოდის, მესამე რაღაცა სხვას აკეთებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
No article in the selected categories
