მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დახურულ ფორმატში შეხვედრა დაიწყო

მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დახურულ ფორმატში შეხვედრა დაიწყო.

ტრამპთან ერთად იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი სუზი უაილსი და სპეციალური წარმომადგენლები - სტივ ვიტკოფი და ჯერედ კუშნერი.

შეხვედრას ასევე ესწრება გენერალი დენ კეინი, გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე.