ჩვენ ვაპირებთ ვენესუელის მართვას მანამ, სანამ არ შევძლებთ უსაფრთხო, ჯეროვანი და გონივრული გარდამავალი პროცესის განხორციელებას - ტრამპი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 258
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მართავს ვენესუელას მანამ, სანამ „ჯეროვანი გარდამავალი პროცესი“ არ შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.
„ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის [ვენესუელის] მართვას მანამ, სანამ არ შევძლებთ უსაფრთხო, ჯეროვანი და გონივრული გარდამავალი პროცესის განხორციელებას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ასე რომ, ჩვენ არ გვსურს ისეთ პროცესში ვიყოთ ჩართულები, სადაც სხვა ვინმე მოვა სათავეში და იგივე სიტუაცია შეგვექმნება, რაც ბოლო მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, დღეს დილით კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.
No article in the selected categories
