"მარტომ დავასრულე რვა ომი და NATO-ს წევრმა ნორვეგიამ სულელურად გადაწყვიტა, არ მოეცა ნობელის მშვიდობის პრემია" - დონალდ ტრამპი

გახსოვდეთ, რომ მარტომ დავასრულე რვა ომი და NATO-ს წევრმა ნორვეგიამ სულელურად გადაწყვიტა, არ მოეცა ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპის თქმით, აშშ სულელურად იხდიდა NATO-ს ხარჯებს და მიაღწია, რომ ახლა წევრები მშპ-ს 5 პროცენტს იხდიან.

"ყველა ამბობდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ შესაძლებელი იყო, რადგან, პირველ ყოვლისა, ისინი ყველანი ჩემი მეგობრები არიან. ჩემი ჩარევის გარეშე, რუსეთს ახლა მთელი უკრაინა ექნებოდა. ასევე გახსოვდეთ, რომ მე მარტომ დავასრულე რვა ომი და NATO-ს წევრმა ნორვეგიამ სულელურად გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მე მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე", – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.