ირანმა საჰაერო სივრცე დაკეტა - Flightradar24
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 7
ირანი საკუთარ საჰაერო სივრცეს ყველა ფრენისთვის კეტავს, გარდა იმ საერთაშორისო რეისებისა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლაზე ან გასვლაზე სპეციალური ნებართვა აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრენების მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24 ოთხშაბათს ავრცელებს.
Flightradar24-ის ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში ორ საათზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში იქნება.
ირანში უკვე ორი კვირაა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, რომლის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ HRANA-მ 13 იანვარს, გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც არეულობებს დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 571-მდე გაიზარდა.
ორგანიზაციის მონაცემებით, დადასტურებულია 2 403 მომიტინგის, ხელისუფლებასთან დაკავშირებული 147 პირის, 12 ბავშვისა და 9 შემთხვევითი გამვლელის გარდაცვალება. ამასთან, HRANA იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 18 434 ადამიანი დააკავეს.
ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირებულია ტელევიზიით გადაცემული იძულებითი აღიარების 97 შემთხვევა, ასევე მიღებულია 1 134 შეტყობინება მძიმე დაზიანებების შესახებ, რაც უფლებადამცველების შეფასებით, ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე მიუთითებს.
No article in the selected categories
