ესპანეთში სამგზავრო მატარებელი სამშენებლო ამწეს შეეჯახა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, კარტახენაში, მურსიის რეგიონში, სამგზავრო მატარებელი სამშენებლო ამწეს შეეჯახა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

ცნობისთვის, ეს უკვე რიგით მესამე სარკინიგზო შემთხვევაა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეში ესპანეთში მოხდა. მანამდე სამხრეთ ანდალუსიის რეგიონში მომხდარი მასშტაბური სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კატალონიაში მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.