დონალდ ტრამპი კანადას ახალი, 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ ჩინეთსა და კანადას შორის სავაჭრო ურთიერთობები განვითარდება

შტატების პრეზიდენტი კანადას ახალი, 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ ჩინეთსა და კანადას შორის სავაჭრო ურთიერთობები განვითარდება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, აშშ-ის პრეზიდენტი კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის "გუბერნატორ კარნად" მოიხსენიებს.

"თუ გუბერნატორი კარნი ფიქრობს, რომ მას შეუძლია კანადა ჩინეთისთვის "სატრანზიტო პორტად" გადააქციოს, რომლის მეშვეობითაც საქონელი და პროდუქტები შეერთებულ შტატებში შემოვა, ის ძალიან ცდება. ჩინეთი ცოცხლად შეჭამს კანადას, მთლიანად შეჭამს მას - მათ შორის გაანადგურებს ბიზნესს, სოციალურ სტრუქტურასა და ტრადიციული ცხოვრების წესს. თუ კანადა ჩინეთთან შეთანხმებას დადებს, შეერთებულ შტატებში შემოსულ ყველა კანადურ საქონელსა და პროდუქტზე დაუყოვნებლივ დაწესდება 100%-იანი ტარიფი. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.