ამინდის პირობების გამო, ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 51
ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტმა დღეს მუშაობა დროებით შეაჩერა.
მედიის ცნობით, ამის მიზეზი ძლიერი ყინვის შედეგად ასაფრენი და დასაფრენი ბილიკების მოყინვა სახელდება.
მათივე ინფორმაციით, გაურკვეველია, როდის განაახლებს აეროპორტი მუშაობას.
„ამინდის პირობების გამო, ამჟამად აფრენა და დაშვება შეუძლებელია“, – ნათქვამია აეროპორტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აეროპორტის პრესსპიკერი მგზავრებს ურჩევს, აეროპორტში მოსვლამდე რეგულარულად შეამოწმონ ფრენების სტატუსი.
ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტი ქვეყანაში სიდიდით მესამეა.
No article in the selected categories
