ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება შეაჩერა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 54
ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი შეაჩერა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს მიიღეს და ვაჭრობის კომიტეტში 24 თებერვლისთვის ჩანიშნული კენჭისყრა გადადეს.
როგორც ევროპარლამენტში აცხადებენ, ამ ეტაპზე აშშ-ის მხრიდან შეთანხმება ბუნდოვანია.
შეგახსენებთ, აშშ-მა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას გასული წლის ივლისში მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაშინ დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. სწორედ ამ შეთანხმების რატიფიცირება უნდა მომხდარიყო ევროპარლამენტში.
No article in the selected categories
