ოდესაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა 11 ადამიანი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 128
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ოდესის წინააღმდეგ მასშტაბური თავდასხმა დრონებით განახორციელა. თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
უკრაინული მედიის თანახმად, ქალაქის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში სახურავი ჩამოინგრა და პრიმორსკის რაიონში საცხოვრებელი შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. კერძოდ, მაღალსართულიან შენობებში აივნები დაინგრა და ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. ასევე, კერძო სექტორში საცხოვრებელ შენობებში ხანძარი გაჩნდა, რამაც 10-ზე მეტი მანქანა დააზიანა. ხანძარი ამჟამად ჩამქრალია, სამშობიარო სახლის პერსონალი და პაციენტები კი ევაკუირებულია.
No article in the selected categories
