ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 113
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ავრცელებს და ამბობს, რომ "საუბარი საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა". დასავლური მედიის ინფორმაციით კი მათ მიმდინარე ომი განიხილეს, სადაც რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამხედრო მოქმედებების განახლებას შესაძლოა, „მძიმე შედეგები“ მოჰყვეს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის დაწყება სრულიად „მიუღებელი და საშიში“ იქნებოდა
რუსული მედიის ცნობით ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართული მე-12 სატელეფონო საუბარია მათ შორის წინა სატელეფონო საუბარი 9 მარტს გაიმართა
No article in the selected categories
