აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS News-თან სატელეფონო საუბარში ირანთან შეთანხმების მიღწევის თაობაზე ოპტიმიზმი გამოთქვა.
აღნიშნული შეთანხმება შესაძლოა ითვალისწინებდეს ირანის მიერ მაღალგამდიდრებული ურანის ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ტრამპის განცხადებით, ის გრძნობს, რომ აშშ შეთანხმებას უახლოვდება, „თუმცა მათთან მიმართებით ადრეც ასე ვფიქრობდი, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე სპეციალური წარმომადგენლების - სტივ უიტკოფისა და მისი სიძის, ჯარედ კუშნერის - გაგზავნა „ნაკლებად სავარაუდოა“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ომის დასასრულებლად შეთანხმებას მომავალ კვირას ჩინეთში მის გამგზავრებამდე მიაღწიონ.
„ვფიქრობ, მისი დასრულების ძალიან კარგი შანსი არსებობს, ხოლო თუ არ დასრულდება, მოგვიწევს კვლავ დავუბრუნდეთ მათ სასტიკ დაბომბვას“, - განუცხადა ტრამპმა თეთრი სახლის კორესპონდენტს, ლიზ ლანდერსს
No article in the selected categories