რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი ოთხამდე გაიზარდა - ზელენსკი

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დრონებით და რაკეტებით თავდასხმის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა. მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქ კიევში 30 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ან განადგურდა.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაზარალებულებს ეხმარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ახლა მხარდაჭერის სიტყვებს გამოთქვამს. თუმცა, საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც აუცილებელია – რაკეტების მიწოდება ერთი დღითაც არ უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.