ნეთანიაჰუს განცხადებით, არმიას ღაზას სექტორის 70%-ის კონტროლის ქვეშ აღება უბრძანა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამხედროებს უბრძანა ღაზას სექტორის 70%-ზე კონტროლი აიღონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე გამართულ კონფერენციაზე, ინტერვიუს დროს, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ჰამასზე” კონტროლ "აძლიერებს".

"ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ღაზას სექტორის 60%-ს. ადრე ეს იყო 50%, ახლა კი 60%-ს მივაღწიეთ. ჩემი მიზანია თანდათანობით გადავიდეთ 70%-ზე. მოდით ამით დავიწყოთ," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როგორც ამერიკული მედია წერს, ნეთანიაჰუს გამოსვლისას, აუდიტორია მას მოუწოდებდა მთელს ღაზას სექტორზე კონტროლი
აეღო.