რუსეთის არმიამ 2 ივნისის ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროზე მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით მოქალაქე დაშავდა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ინფორმაციით, დილის 04:00 საათისთვის 15 დაშავებული საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მათ შორის განსაკუთრებით მძიმეა 71 წლის ქალისა და 22 წლის მამაკაცის მდგომარეობა.
მანამდე გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა 73 წლის ქალი, რომელმაც ქალაქზე განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო. პარალელურად, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამიანსკეშიც დაშავდა სამი ადამიანი.
„ორ ადამიანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა — 49 წლის ქალსა და 50 წლის მამაკაცს. მთლიანობაში ქალაქში სამი დაშავებულია. ყველა მათგანი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია და ჰოსპიტალიზებულია“, — განაცხადა ალექსანდრ განჟამ.
თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ასევე ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინა. ადგილზე სამაშველო და საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
No article in the selected categories