საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულია ექიმი, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დაბრუნდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ექიმი „დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში“ და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, კონგოში ებოლას ეპიდაფეთქება მაისში დაიწყო, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ვირუსი ქვეყანაში რამდენიმე კვირით ადრეც უკვე ცირკულირებდა.

ცენტრალური აფრიკის ამ ქვეყანაში ებოლას შედეგად უკვე 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა.