კიევში გლოვის დღეა

 3 ივლისი კიევში გლოვის დღეა დიდი მსხვერპლის გამო, რომელიც უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მასირებულ შეტევას მოჰყვა

რუსეთის ჯარებმა კიევს რაკეტებით და დრონებით 2 ივლისს დაარტყეს.  3 ივლისს დილის რვა საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ნანგრევებში ნაპოვნია კიდევ სამი ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 2 ივლისს უკრაინაზე მასირებული შეტევისას, რომლის ძირითადი სამიზნე დედაქალაქი კიევი იყო, რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 74 რაკეტა და 496 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 48 რაკეტა და 476 დრონი მოიგერიეს

 2 ივლისს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი საშუალებების დეფიციტი აქვს და აშშ-ს და ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინას დაეხმარონ საჰაერო თავდაცვის სისტემებით Patriot-ი