თურქეთის პრეზიდენტმა ნატოს ლიდერები რევოლვერებით დაასაჩუქრა

ნატოს სამიტზე, ანკარაში ჩასულ სახელმწიფოთა მეთაურებს, მასპინძელმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოანმა, თითოეულ მათგანს, უჩვეულო საჩუქარი გადასცა. როგორც ჩანს, სურდა თურქეთის თავდაცვის მრეწველობის დემონსტრირება.

მან ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებს დაურიგა თურქული წარმოების რევოლვერები და შესაბამისი ტყვიები, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იარაღი მხოლოდ დეკორატიული არ იყო.

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის შენახვისა და ტარების სხვადასხვა კანონი მოქმედებს და შესაბმისად, თითოეულ ყველა პრემიერსა და პრეზიდენტს თავისებური პრობლემა შეექმნა.

Reuters-ის თანახმად, ბელგიის პრემიერმინისტრი თურქეთში, ნატოს სამიტიდან სამშობლოში დაბრუნებისას ცოტა გაკვირვებული დარჩა და აღმოაჩინა, რომ ბარგში პისტოლეტი და ვაზნები ჰქონდა.