ბერლინში პრაიდზე ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა — დაღუპულია ერთი და დაშავებულია 16 ადამიანი

ბერლინში პრაიდზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.  თავდასხმა 25 ივნისის საღამოს 10 საათის შემდეგ მოხდა, ცენტრალურ პარკ ტიერგარტენთან მოხდა.

1 დაღუპული და 16 დაშავებული, რომელთაგან 3-ს სიცოცხლესთან რთულად შესათავსებელი დაზიანებები აქვთ - ასეთია მსხვერპლის შესახებ პირველადი ცნობები.

პოლიციის თქმით, მანქანა თეთრი იყო და შესაძლოა ის მსუბუქი ავტომობილი, მინივენი ან მიკროავტობუსი ყოფილიყო. ტაბლოიდური გაზეთი „ბილდი“ თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდამსხმელი ფურგონით მოძრაობდა და ხალხში შევარდნის შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და ფეხით გაიქცა.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ სავარაუდო თავდამსხმელი "შეიარაღებული და საშიში" იყოს და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მასთან მიახლოება არ სცადონ.

პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, დამატებითი დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

პოლიციის განცხადებაში 21 წლის აბდულ ბ. აღწერილია, როგორც გამხდარი აღნაგობის, დაახლოებით 1.9 მეტრის სიმაღლის, შავი თმით, რომელსაც თავდასხმისას ეცვა შავი კაპიშონიანი მაისური და თეთრი შარვალი.