ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანიქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ნიკოლ ფაშინიანიდაინიშნოს სომხეთის პრემიერ-მინისტრად“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

ცნობისთვის, 7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით სომხეთის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, ხმების 49.7% მიიღო. ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის ბლოკმა, „ძლიერმა სომხეთმა“ 23.27% დააგროვა, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა, „სომხეთმა“ – 9.9%.