ქართველმა ექიმმა შოთა მუსაევმა Flydubai-ის რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა

ქართველმა ექიმმა შოთა მუსაევმა Flydubai-ის რეისზე თავდასხმის შედეგად დაჭრილ პილოტს დახმარება აღმოუჩინა და მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

დუბაი - თელ ავივის რეისზე მომხდარი ინციდენტის დროს, ბორტზე იმყოფებოდა ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი. იმ დროს როდესაც პილოტზე თავდასხმა მოხდა, ბორტზე მყოფი ერთადერთი ექიმი, ხმაურზე პილოტების კაბინისკენ გაიქცა.

როგორც შოთა მუსაევა ებრაულ მედიასთან საუბარში აცხადებს, იმ წუთში, სავარაუდო, თავდამსხმელისკენ გაიქცა და არა სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. 

მის განეიტრალებაში რამდენიმე მგზავრი მონაწილეობდა. სწორედ მაშინ შენიშნა ქართველმა ექიმმა, რომ კაპიტანი დაჭრილი იყო და პირველად დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.