საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის აეროპორტში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. შემთხვევა იემენელი „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე სარაკეტო დარტყმების ფონზე მოხდა.
ერ-რიადის მიმართულებით ყველა რეისი, ან სხვა აეროპორტში გადამისამართდა, ან გაუქმდა.
მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის მხარდაჭერილმა იემენის მთავრობამ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ შეტევა წამოიწყო, დაჯგუფებამ განაცხადა, რომ სამგზავრო თვითმფრინავებმა თავი უნდა აარიდონ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეს და ის სამხედრო ოპერაციების ზონად გამოაცხადა.
No article in the selected categories