საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ორი ქვეყნის პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
„დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა. ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც საქართველოში წარმატებით ოპერირებს და მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას Eagle Hills-ის და EMAAR-ის მიერ. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ასევე ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი პორტის განვითარებას. იმედი გვაქვს, ასეთი ინიციატივები მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობა. თქვენი ვიზიტი მყარ საფუძველს ჩაუყრის ჩვენს შემდგომ პროდუქტიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისათვის. ეს დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა. შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა ხაზი გაუსვა სავაჭრო კავშირების მზარდ დინამიკას და ორი ქვეყნის საერთო ხედვას მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობის კუთხით.
„ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ვიზიტით. თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების დადასტურებაა. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ ცხოვრებას, ჯანმრთელობას. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. მომავალში ამას დაადასტურებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით, ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც პრიორიტეტულია ორივე ქვეყნისთვის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. არაბთა გაერთიანებული საამიროები ხელს შეუწყობს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განვითარებას, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები ახორციელებენ. ეს აძლიერებს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობას. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით. ასევე ორივე ქვეყანა მონაწილეობს კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში, მდიდარი მემკვიდრეობის ურთიერთგაზიარებაში, რაც წარმოადგენს საფუძველს ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სტაბილურობას, მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ერს სტაბილურობას, განვითარებას და წარმატებას“, - აღნიშნა შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოაცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
დოკუმენტების გაცვლის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დაესწრნენ.
თავრობის მეთაურმა პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენო უმაღლესობავ, უღრმესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. დღეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე ჩვენთვის. ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და უღრმეს მადლობას გიხდით ამისათვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვთ ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა.
„ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში და წარმატებით, მათ აქვთ ყველა პირობა შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას Eagle Hills-ის და EMAAR-ის მიერ და მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ასევე ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი პორტის განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ ასეთი ინიციატივები მომავალში იქნება კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობა.
თქვენი ვიზიტი მყარ საფუძველს ჩაუყრის ჩვენს შემდგომ პროდუქტიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისათვის. ეს დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით, - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მრავალი პროექტის განხორციელება.
"ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით. თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ, დადასტურება ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ ცხოვრებას, ჯანმრთელობას. საქართველოსა და საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით, ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც არის პრიორიტეტული ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. საამიროები ხელს შეუწყობს ხელშეკრულებების მიხედვით პარტნიორობის განვითარებას, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები ახორციელებენ. ეს აძლიერებს საქართველოსა და საამიროებს შორის ურთიერთობას. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით. ასევე ორივე ქვეყანა მონაწილეობას იღებს კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში, მდიდარი მემკვიდრეობის გაზიარებაში, რაც წარმოადგენს საფუძველს ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სტაბილურობას მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ერს სტაბილურობას, განვითარებას და წარმატებას“, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.