50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს ოთხ მილიონ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა, წინსვლა და განვითარება, შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს - კობახიძე

50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მლნ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე ამ ქვეყაანში, წინსვლა და განვითარება, ხომ შეუძლებელია, რომ ასე გაგრძელდეს და ეს დავუშვათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები, კანონის ფარგლებში მიიღებენ პასუხს ამ ძალადობაზე.

„ჩვენი მეთოდური მიდგომებით ყველა დაელოდოს, როგორ გაგრძელდება პროცესები. ნული თანაგრძნობა – ამას იმსახურებენ ეს ადამიანები. უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში ისინი მიიღებენ პასუხს იმ ძალადობაზე, რომელსაც ისინი სჩადიან ოთხ მლნ ადამიანის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა

რევოლუციის მოწყობის მცდელობის მიზნით ფინანსებოდა – პარტიები, ე.წ. მედია. ე.წ. „ენჯეოები“ და ახლა უკვე გადავიდნენ მუშაობის უხეშ სპეცსამსახურულ მეთოდზე, როდესაც ხდება უსახელო აგენტურული ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ესენი არიან ახალგაზრული, ექსტრემისტული დაჯგუფებები, დაახლოებით 500 ადამიანი

„ისინი არ არიან მრავალრიცხვოვანი, ჯამში, ეს ყველაფერი, მთელი ეს აგენტურული, ექსტრემისტული ერთობა შეადგენს, დაახლოებით, 500-მდე ადამიანს, მეტნი არ არიან, მაგრამ აგრესიული ქმედებებისთვის, რაღაც დონეზე, ესეც საკმარისია. თქვენ ხედავთ, რომ 300 დღის განმავლობაში, თუ რამდენიც არის, ერთი წლის განმავლობაში, არ ასვენებენ ამ ქვეყანას და ამას აკეთებს ერთი და იგივე 500 კაცი როტაციით. სხვათაშორის, 26 ოქტომბერს, უკვე არჩევნების ღამეს დაიწყო ეს აქციები, თვითონ არ მოსწონთ ამის გახსენება, ამბობენ, რომ, თითქოს, 28 ნოემბერს დაიწყო ყველაფერი. მთელი ეს აქციები, ქუჩების გადაკეტვა – გმირთა მოედნის გადაკეტვა, მელიქიშვილი, ჭავჭავაძე და ა.შ. დაიწყო 26 ოქტომბერს უწყვეტად. ხან 50 კაცი გამოდის, ხან 100, ხან 150, მათი უმეტესობა არის დახელფასებული აგენტი. ზოგმა შეიძლება იცის, რომ ვიღაც კონკრეტულის აგენტია, ზოგმა არა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იმსახურებს ოდნავ თანაგრძნობასაც კი, იმიტომ რომ რეალურად, ყველას, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით, 100 კაცით რომ კეტავენ ქუჩას, გაცნობიერებული აქვს, რომ 100 კაცი ძალადობს 4 მლნ ადამიანზე. ამას ხომ აცნობიერებენ და ამას რომ აცნობიერებ და აკეთებ, როგორ შეიძლება შენ თანაგრძნობას იწვევდე. გამორიცხულია, ჩვენ არ გვაქვს არავითარი თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. მათ, დღეს, აქვთ ერთადერთი დავალება. ხომ ნახა ყველამ, რომ ვერ არყევენ ამ ხელისუფლებას – 10 არჩევნები წააგეს, ხუთი რევოლუცია მარტო ოთხ წელიწადში ჩაუვარდათ, შანსი არ აქვთ, ამას ხედავენ და ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რამენაირად მუდმივი პრობლემა შეუქმნან ქვეყანას. ეკონომიკა თუ იზრდება 8 %-ით იქნებ მოახერხონ და 7.5%-ით გაიზარდოს, იქნებ მოაკლდეს ეს რესურსი ჩვენს ეკონომიკას და ჩვენს თანამოქალაქეებს. მეტი დავალება მათ არ აქვთ, ეს არის უცხოური სპეცსამსახურები“,- განაცხადა პრემიერმა.

ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის „ნაცის“ სახე და „ნაცი“ არის „გემბანიდან გაპარული ვირთხა“.

„ხუთ წუთში უღალატა ყველამ. მთელმა „სანაცეთმა“, ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდა და ხუთ წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ, არც ერთს და არც სამს, ისე გაყიდეს ხუთ წუთში, ვირთხებივით. ეს არის „ნაცის“ სახე. „ნაცი“ არის გემბანიდან გაპარული ვირთხა. სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული, ლევან სანიკიძე და თინა ბოკუჩავა, ყველა ერთია აბსოლუტურად. სად დაიმალა ხოშტარია, უერთდებოდა.  არც განცხადებები, არც არაფერი. უცბათ ყველა გაემიჯნა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის  რეზიდენციაში შესასვლელად, გამოცხადდა დამხობის აქცია და ყოველგვარი დათქმის გარეშე ის მივიდა დამხობის აქციაზე და როცა ჩავარდა ძალადობა, მაშინ გაემიჯნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ყველა იქ მისულ ადამიანს თანაბრად ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, რაც მოხდა.

„სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის  რეზიდენციაში შესასვლელად. შემდეგ, წაგებულზე გაემიჯნა. როგორც გემბანიდან გარბიან პირველი ვირთხები, ასე გაიქცა ზუსტად. სალომე ზურაბიშვილი, გუბაზ სანიკიძის შვილი, თინა ბოკუჩავა, ერთი ყალიბით დამზადებული უცხოელი აგენტები არიან.  გამოცხადდა დამხობის აქცია და ყოველგვარი დათქმის გარეშე სალომე ზურაბიშვილი მივიდა დამხობის აქციაზე. ეს ადამიანები ყოველგვარი დათქმის გარეშე მივიდნენ აქციაზე. ხომ შეიძლება, დათქმა მაინც გაეკეთებინათ, რომ კი, დამხობის აქცია გამოცხადდა, მაგრამ ძალადობა თუ იქნება, მერე გავემიჯნებით. დათქმის გარეშე შეუერთდნენ დამხობის აქციას, ძალადობაზე ორიენტირებულ აქციას და როცა ჩავარდა ძალადობა, მაშინ გაემიჯნენ. ასე ყველა გაემიჯნება, მით უმეტეს, თუ „ნაცი“ ხარ. „ნაცს“ ხომ ღირსება არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, „თანაგუნდელის გაწირვაც არის „ნაცის“ სახე“.

„ასე აჩვენეს საკუთარი სახე. ხალხმა თავი მაინც გაწირა, არავითარ თანაგრძნობას არ იმსახურებენ არც ბურჭულაძე, არც ზოდელავა და სხვები, მაგრამ, იმათ რაღაც ნაბიჯი მაინც გადადგეს, მაგრამ ესენი ვირთხებივით გაიპარნენ პირველივე გემბანიდან, როცა ნახეს, რომ გემი იძირებოდა. ყველა იქ მისულ ადამიანს თანაბრად ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა იმ სამარცხვინო ძალადობაზე, რაც მოხდა. ეს ადამიანები მივიდნენ ოფიციალურად დამხობის აქციაზე. დამხობა არ არსებობს ძალადობის გარეშე. დათქმის გარეშე მივიდნენ დამხობის აქციაზე, ანუ ძალადობრივ აქციაზე და ვირთხებივით გაიპარნენ გემბანიდან პირველები, როდესაც ჩავარდა აქცია. პირდაპირ თავდასხმა დაუწყეს ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. მართლა შეგეცოდება რაღაც კუთხით ეს ადამიანები, პირველი რომ გიღალატებს გვერდით მდგომი.  ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდნენ და ხუთ წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ, ეს არის „ნაცის“ სახე, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული. ხოშტარია სად დაიმალა? ყველა გაემიჯნა უცბად“, – განაცხადა პრემიერმა.