შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობას ღებულობენ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „ETERNITY 2025“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობას ღებულობენ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ETERNITY 2025“-ში, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში (ყარსში) ტარდება.  
სწავლებაში როგორც კომპიუტერულ, ასევე საველე კომპონენტებში ჩართული არიან დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები. 
სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე, აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ ქვედანაყოფებსა და უწყებათაშორის ურთიერთთავსებადობის დახვეწას ითვალისწინებს.

„Eternity-2025“-ის სამეთაურო-საშტაბო სწავლების პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა.

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სწავლება სამივე ქვეყანაში რიგ-რიგობით, როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად ტარდება.