ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა და 1 მოლიონი ლარი გირაო მოითხოვა

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პროკურატურა 1 მლნ ლარის გირაოს ითხოვს - როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, მათ ამ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.  

გვარაკიძის განმარტებით, ღარიბაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე წარედგინა.

როგორც პროკურატურა ირწმუნება, ღარიბაშვილი დეკლარაციაში ყალბ მონაცემებს უთითებდა, თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხას. 

ყოფილ პრემიერს ბრალი სისხლის სამართლის კდოექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.