საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს და შრომისა და სოციალური საკითხების სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები მიმოიხილეს.
აღინიშნა ორი ქვეყნის უწყებებს შორის წარმატებული თანამშრომლობა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
