"ღვთის ნებაა ყველაფერი" - ასე პასუხობს სუს-ის ექს-შეფი კითხვას, ელოდება თუ არა ბრალის წარდგენას.
მისი თქმით, არ იცის რასთან დაკავშირებით არის დაბარებული მთავარ პროკურატურაში.
როცა დამიბარეს, მოვედი, არ ვიცი არაფერი. ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
ვერაფერს ვერ გეტყვით, მართლა არ ვიცი. ჩვენება არ მიმიცია არასდროს. პირველად ვარ [პროკურატურაში]. არ ვიცი [რომელი საქმეა].
ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ [ბრალის წაყენებაზე].- განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს 11:00 საათზე პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული. ტრიბუნასთან მთავარი როკურორი, გიორგი გვარაკიძე უნდა დადგეს.
ცნობისთვის, სუსის ექს-შეფის სახლში ჩხრეკა დაახლოებით ორი თვის წინ ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ დაკაევბულია ლილაუშვილის ახლო გარემოცვის მინიმუმ ორი წევრი - რკინიგიზს დეპრტამენტის მაღალჩინოსანი კობა ხუნდაძე და - გრიგოლ ლილაუშლვის ნათესავი ბიზნესმენი ანდრია ლილაუშვილი. გაქეცეულია მისი კიდევ ერთი ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე - ის ესპანეთში პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს, გამოუშვეს და ექსტრადციას ელოდება.
