საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი - სააკაშვილი

საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი და ისე ჩვენც კარგად შევძლებთ ბანკების მფლობელთა კრიმინალური სინდიკატის მოშთობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, „ის არა მხოლოდ მოსკოვის და ივანიშვილის ტყვეა, არამედ რუხაძის, ჩხარტიშვილების, გილაურებისა და სინდიკატის ყველა სხვა სუბიექტის“.

„დონალდ ტრამპმა ამერიკის ბანკებს საკრედიტო ბარათებზე მოგება შეუზღუდა 10%-ის ზედა ზღვრით. საქართველოს კი მართავს ყაჩაღი ბანკირი, რომელიც სულ უფრო იმატებს ბანკებს, ხალხის ხარჯზე ზემოგებებს. საქართველოს სჭირდება საკუთარი ტრამპი და ისე ჩვენც კარგად შევძლებთ ბანკების მფლობელთა კრიმინალური სინდიკატის მოშთობას და სწორედ ამიტომ ეშინიათ ამ კრიმინალებს ასე ძლიერ ჩემი. ასე რომ, მე არა მხოლოდ მოსკოვის და ივანიშვილის ტყვე ვარ, არამედ ასევე რუხაძის, ჩხარტიშვილების, გილაურების და სინდიკატის ყველა სხვა სუბიექტის“, – წერს სააკაშვილი.