გიორგი ვაშაძე 23 იანვარს საპატიმროს დატოვებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს, 8:00 საათზე დატოვებს.

პოლიტიკოსს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.