გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

„მინდა მივესალმო საქართველოს. სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ იმდენად ძლიერია, იმდენად დიდია, რომ არც ერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაშაძე სასჯელს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე იხდიდა.