ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საკითხი საკმაოდ რთულია.
„საქმე ეხება ბიზნესს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია და უნდა იყოს თავისუფალი. ნებისმიერი ბიზნესი ბუნებრივად არის ორიენტირებული მაქსიმალური მოგების მიღებისკენ, მაგრამ აქ შემოდის სოციალური ელემენტი, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, ბუნებრივია, პროდუქციის რეალიზების შემთხვევაში. ჩვენ, როგორც ხელისუფლებას გვაქვს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ბიზნესის თავისუფლებასთან ერთად, ვიზრუნოთ ამ სოციალური საკითხის მაქსიმალურად მოგვარებაზე. ეს გვესახება ბიზნესთან თანამშრომლობის საფუძველზე. გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენი მუშაობის სტილი, მათ შორის, ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე
ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, არ დავაკონკრეტებ, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი პროდუქტზე - ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს, რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მომატება.
ჩვენ ყველა ფორმას უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი. მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული პროცედურები სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ უნდა დავადგინოთ, არის თუ არა კარტელური გარიგება. ერთი კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, არ დავაკონკრეტებ, ვიდრე ამას დამატებით არ შევისწავლით, აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება და მათ ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასი კონკრეტულ პროდუქტზე. ასეთი ფაქტები, ბუნებრივია, იწვევს შეშფოთებას და აჩენს ეჭვს, რომ კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მომატება. იგივე შეიძლება ეხებოდეს ქსელურ მარკეტებსაც, დისტრიბუციასაც. იმისათვის, რომ ყოვლისმომცველი იყოს ამ საკითხის მოკვლევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
