საქართველოს პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო ორ პირს მოეხსნა ნასამართლობა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.