მთავრობამ გამოაქვეყნა იმ კანონპროექტების ჩამონათვალი, რომელსაც პარლამენტს 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენს.
248-ე განკარგულების მიხედვით, მთავრობა 59 კანონპროექტის ინიციირებას აპირებს. მათ შორის იქნება ახალი კანონპროექტებიც. მაგალითად ახალია „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“; „ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“; „ფოსტის შესახებ“ და "დასახლებაზე განაწილების შესახებ“ კანონპროექტები. ეკონომიკის მიმართულებით წელს ცვლილებები იგეგმება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“; „დაგროვებითი პენსიის შესახებ“; „ენერგოეტიკეტირების შესახებ“; „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ კანონებში.
"მოწონებულ იქნეს თანდართული საქართველოს პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა და წარედგინოს საქართველოს პარლამენტს", - წერია "ქართული ოცნების" პრემიერის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.
სრულია სია იმ კანონპროექტებისა, რომელთა ცვლილებასაც წელს მთავრობა გეგმავს.
