მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება - ირაკლი კობახიძე

მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა დაკავშირებადობის ფუნქციის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამაში ძალიან დიდი ინვესტიციები იდება.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, 2030 წლის ბოლომდე გზის თითქმის ყველა პრინციპული მონაკვეთი იქნება დასრულებული თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.