გეკა გელაძე კატარის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორობის პერსპექტივები  განიხილეს.

მინისტრმა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.