პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კანადაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ზე კანადაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში  მასობრივი სროლით გამოწვეული  ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია  დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.