ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა

მას პატიმრობის 8-თვიანი ვადა ამოეწურა. 

ნიკა გვარამიას ე.წ. თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. 

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც პოლიტიკოსმა არ გადაიხადა, რის შემდეგაც, გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის სასამართლო პროცესს არ დაესწრო და რუსთავის ციხესთან თავად გამოცხადდა.