მაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 23 თებერვალს დაესწრება ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.